უკვე მეორე კვირაა, რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინელთა სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.
ბოლო ინფორმაციით, უკრაინელებმა დაიკავეს სუჯის დასახლება, სადაც მნიშვნელოვანი მილსადენები გადის. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სუჯაზე უკრაინელთა სამეთაურო პუნქტი მოეწყობა. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობა გაჰყავთ ბელგოროდის რეგიონიდანაც, სადაც 15 აგვისტოს უკრაინელებმა ავიაიერიში მიიტანეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, უკვე კურსკის რეგიონის დასახლება სუჯას აკონტროლებენ. ეს ყველაზე დიდი, დაახლოებით 5000-კაციანი დასახლებაა, რომელიც უკრაინელებმა დაიკავეს.
Today at the Staff meeting, I received a report from Commander-in-Chief Syrskyi. Our key defense directions at the frontline: Toretsk, Pokrovsk, and others. These areas are currently facing the most intense Russian assaults and are receiving our utmost defensive attention.… pic.twitter.com/uL3Oe4wL0n
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 15, 2024
დასავლეთ ციმბირის გაზის საბადოებიდან ბუნებრივი აირი მილებით მიედინება, რომლებიც გადის სუჯაზე და კვეთს უკრაინის საზღვარს. ზელენსკიმ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ სუჯაში უკრაინის სამეთაურო პუნქტი მოეწყობა.
რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს კადრებს, როგორ გაჰყავთ მოსახლეობა კურსკის რეგიონიდან. უკრაინელთა შეტევა ამ ტერიტორიაზე უკვე მეორე კვირაა გრძელდება.
რუსეთის მიერ გავრცელებული ცნობებით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაცია მიმდინარეობს კურსკის რეგიონის გლუშკოვსკის, ლგოვსკისა და რილსკის რაიონებიდანაც.