მთავარიაფრიკასუდანისამხრეთ სუდანში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

სამხრეთ სუდანში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

სამხრეთ სუდანში მშობიარობის დროს 100,000 ახალდაბადებულ ბავშვზე დაახლოებით 1,200 ქალი იღუპება. გაერთიანებული ერების საზოგადოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2020 წელს, წინა ხუთ წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. 

ქალები იღუპებიან ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს. მიზეზად კი სამედიცინო დახმარებაზე და ელემენტარულ საჭიროებებზე, როგორიც არის მაგალითად, წყალი და სუფთა გარემო, წვდომის არარსებობაა.

ამასთან, სუდანში პროფესიონალების ნაკლებობას განიცდიან. ქვეყანაში ასევე არ არის გამართული საგზაო ქსელი, რის გამოც ფეხმძიმე ქალები იძულებულნი არიან, საათობით იარონ უახლოეს კლინიკამდე.

თუმცა საავადმყოფომდე მისვლის შემთხვევაშიც, ხშირად მათ სათანადო დახმარებას ვერ უწევენ. ქვეყნის მოსახლეობის 75% ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, ეს დახმარება არ არის საკმარისი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend