თბილისში, დაახლოებით 18:00 საათზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი.
როგორც „ევრონიუს ჯორჯიას“ ადგილზე თვითმხილველები ეუბნებიან, ხანძარი სავაჭრო ცენტრის სახურავს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზს ადგენენ.