მთავარიევროპაგერმანიაეკოაქტივისტებმა გერმანიის ოთხი ძირითადი აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს

ეკოაქტივისტებმა გერმანიის ოთხი ძირითადი აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს

გერმანელმა ეკოაქტივისტებმა გერმანიის ოთხი ძირითადი აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს.

აქციის მონაწილეები მთავრობისგან მოითხოვენ, 2030 წლისთვის სრულად შეწყდეს წიაღისეული საწვავის მოხმარება. გერმანიის მთავრობაში აქტივისტთა ქმედებას სახიფათო ნაბიჯად აფასებენ. ბოლო ინფორმაციით, შეფერხება დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს გერმანიის ოთხ მთავარ აეროპორტში. ისინი წებოწასმული ხელებით ასაფრენ ბილიკზე გაწვნენ.

აქციაში გერმანელ აქტივისტთა ჯგუფის რვა წევრი მონაწილეობდა, რომელთაც თან ჰქონდათ პლაკატები,  წარწერით „ნავთობი კლავს!“. მათ  გადაკეტეს ასაფრენი ბილიკები ბერლინის, კელნის, ნიურნბერგისა და შტუტგარტის აეროპორტებში.

მსგავსი საპროტესტო აქცია  ივლისშიც გაიმართა. აქციის მონაწილეები გერმანიის მთავრობისგან მოითხოვენ,  ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, 2030 წლისთვის უნდა შეწყდეს წიაღისეული საწვავის მოხმარება.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მკაცრდება ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც უკანონოდ შევა აეროპორტის ტერიტორიაზე. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები მთავარ ასაფრენ ბილიკებამდე არ მისულან, თუმცა გადაკეტეს მისასვლელი გზები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend