თითქმის ორი კვირაა, რაც უკრაინული სამხედრო ძალები რუსეთის კურსკის რეგიონში იმყოფებიან. მოსკოვის ცნობით, კურსკის რეგიონში 12 000 უკრაინელი სამხედრო შევიდა. კურსკის ოლქში დაწყებული სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, რუსეთმა სუმის რეგიონში სკოლა დაბომბა. თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ორი არასრულწლოვანი.
სერჰი ზაიჩენკო, სკოლის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ დაღუპული ბავშვებიდან, ერთ-ერთი ექვსი წლის იყო.
„დაახლოებით დილის 11 საათზე საგანმანათლებლო დაწესებულებზე საჰაერო თავდასხმა დაიწყო. სათამაშო მოედანზე ორი ბავშვი დაიღუპა. სხვები გადარჩნენ. მადლობა ღმერთს! სკოლის კედლები საკმაოდ სქელია, რამაც ის სამი ქალი გადაარჩინა, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ. დაღუპული ძმებიდან ერთ-ერთი ექვსი წლის იყო, მეორე კი 22-ის“, – ამბობს ზიჩენკო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი, ამბობს, რომ სოფელ სუჯაში მტრის ძებნა-განადგურება დასრულებულია. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სოციალურ ქსელში ალექსანდრ სირსკისთან საუბრის შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ მათ არ ავიწყდებათ აღმოსავლეთის ფრონტი და მთავარსარდალს ამ მიმართულებით გაძლიერება დაავალა.
ბოლო ინფორმაციით, უკრაინელებმა კურსკის რეგიონში 74 დასახლება დაიკავეს.https://t.co/sHaBpeQkQg
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) August 15, 2024
უკრაინული მხარე იუწყება, რომ კურსკის ოლქში ორ კილომეტრამდე წინ წაიწიეს და ტყვედ აიყვანეს 100-ზე მეტი რუსი სამხედრო.