ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან მამუკა ჯანგულაშვილი გათავისუფლდა. ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გამოსცა.
„საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან”, – წერია 14 აგვისტოს ბრძანებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს.
მამუკა ჯანგულაშვილი უწყების ხელმძღვანელად 2021 წლის მაისიდან მუშაობდა.