გასულ კვირას იაპონიის სამხრეთით მდებარე კუნძულ კიეშუზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სეისმურმა სამსახურმა ახალი, მოსალოდნელი „მეგაძვრის“ შესახებ გამოსცა გამაფრთხილებელი განკარგულება.
თუმცა, ეს ცნობა არ ნიშნავს იმას, რომ 8 ან 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს ან ხვალ მოხდება. შესაძლოა წლები გავიდეს.
თუმცა, ძლიერი შტორმის გამო, ცუნამი ნამდვილად მოსალოდნელია – აცხადებენ იაპონელი მეტეოროლოგები.
ნაოში ჰირატა, რომელიც მიწისძვრის კვლევის სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ ახალი დასკვნა საგანგაშოა.
“ნანკაის მიდამოს გასწვრივ პოტენციური მიწისძვრის ზონაში, ამ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ჩვენ გამოვიკვლიეთ, გაიზარდა თუ არა მომავალი მიწისძვრის შესაძლებლობა. შედეგად დავასკვენით, რომ ეს შესაძლებლობა ნორმაზე მაღალია”, – აცხადებს ნაოში ჰირატა.
რა შეიძლება მოხდეს, თუ მასიური მიწისძვრა დაატყდება თავს იაპონიას და რა უნდა გააკეთოს რიგითმა იაპონელმა ამ დროს?
გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ ბევრი არაფერი იციან კიდევ უფრო მაღალი შკალის მიწისძვრის დროს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ.
იმის მიუხედავად, რომ იაპონიაში მიწისძვრების შესახებ ცნობიერება მაღალია და მოქალაქეებმა მეტ-ნაკლებად იციან ქცევის წესები, მოსახლეობა მაინც შეშინებული და დაბნეულია იმ შემთხვევაში, თუ უჩვეულოდ მაღალი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდება.
გასულ კვირას, 7.1 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ, იაპონიაში რთული მეტეოროლოგიური ვითარება გრძელდება.
წვიმებთან ერთად ხმელეთს ოკეანეც უტევს. შტორმი უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. მოსახლეობა მოსალოდნელი ცუნამის შესახებაც გაფრთხილდა.
შესაბამისი სამსახურები იაპონიის მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.