მთავარისაქართველო“საია” წინასაარჩევნო ანგარიშს აქვეყნებს

“საია” წინასაარჩევნო ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს იურისტთა ასოციაციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველი შუალედური ანგარიში წარადგინა. 

სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით აკვირდებოდა და ანგარიში მოიცავს 2024 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ “უცხოური გავლენის” შესახებ კანონის ხელახლა ინიცირებამ და მისმა თანმდევმა პროცესებმა გააღრმავა საზოგადოების პოლარიზაცია და საფრთხე შეუქმნა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობას.

მათივე თქმით, კანონის მოწინააღმდეგე პირების, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ განხორციელებული დევნა და ძალადობა მიმართული იყო წინასაარჩევნოდ განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ.

ორგანიზაციის წევრები ასევე ამბობენ, რომ მმართველი პარტია მის მიერ ინიცირებულ ანტი-ლგბტქ კანონპროექტებს ამომრჩეველზე წინასაარჩევნო მანიპულირების მიზნებისთვის იყენებს.

ანგარიშში ასევე ასახულია ისეთი პროცესები, რომლებიც შესაძლოა სცდებოდეს საანგარიშო პერიოდს, თუმცა დიდ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო პოლიტიკური კონტექსტის ფორმირებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend