მთავარიმსოფლიოევროპასაბერძნეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

საბერძნეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

ორშაბათს ათენის შემოგარენში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა. მოსახლეობა უკვე გაიყვანეს ტერიტორიიდან.  ასობით მეხანძრე-მაშველს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ.  ცეცხლის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებდა.

ბოლო ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა 729 მეხანძრე, 199 სახანძრო მანქანა, 45 ერთეული მფრინავი საშუალება. სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ მოხალისეებიც. ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად და კვამლის შესუნთქვის გამო 15 ადამიანი დაშავდა. ტყის ხანძარი გაჩნდა ფიჭვნარში, რომელიც არაერთი სითბური ტალღის გამო საგრძნობლად გამომშრალი იყო.

ბოსნია-ჰერცეგოვინაშიც ტყის ხანძარი მძვინვარებს. სუტიესკის ეროვნულ პარკს საფრთხე ემუქრება. ცეცხლი მოედო რამდენიმესაუკუნოვანი წიწვოვანი ტყის მასივსაც. სამოქალაქო დაცვამ დახმარებისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინის შეიარაღებულ ძალებს მიმართა. ხანძარი საშიშია არა მარტო ეკოლოგიური და მატერიალური თვალსაზრისით, არამედ ის შესაძლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მრავალსაუკუნოვან ტყეებსაც მოედოს.

ილიჯის სახანძრო დეპარტამენტის პრეზიდენტის, ნიაზ იმამოვიჩის თქმით, ვითარება უკიდურესად მძიმეა, განსაკუთრებით ხეების წაქცევისა და ქვათაცვენის გამო. მათ ხშირად უწევთ უკან დაბრუნება იმ ადგილებში, სადაც ცეცხლი უკვე ჩააქრეს. ბოსნია-ჰერცეგოვინის ამ რეგიონში ძალიან ციცაბო ადგილებია, სადაც წაქცეული ხეების გამო ხანძრების ახალი კერები ჩნდება.

ალბანელი მეხანძრეებიც ებრძოდნენ  ხანძრებს ქალაქ ფინიქში

როგორც ცნობილია,  ქვეყნის მთიან ნაწილებში ხანძრის 11 კერა იყო. მეხანძრე-მაშველები ცეცხლთან გასამკლავებლად შესაბამის ტექნიკასა და ავიასაშუალებებს იყენებდნენ.  ალბანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვარზე ტყის ხანძარი უკვე თითქმის ერთი კვირაა მძვინვარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend