მთავარისაქართველოჰელსინკის კომისია: "ქართული ოცნება" ქოლცენტრებიდან შემოსულ შავ ფულს იყენებს

ჰელსინკის კომისია: “ქართული ოცნება” ქოლცენტრებიდან შემოსულ შავ ფულს იყენებს

ამერიკის შეერთებული შტატების “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია” – იგივე ჰელსინკის კომისია – პლატფორმაზე X გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ “ქართული ოცნება” ქოლცენტრებიდან შემოსულ შავი ფულს იყენებს.

„ქართული ოცნება“ ეყრდნობა შავ ფულს, თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მსოფლიოს გარშემო. იმის იმედად, რომ დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროვეს ოპოზიცია” – წერს ჰელსინკის კომისია.

ჰელსინკის კომისია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რომ დაუპირისპირდეს ამგვარ ქოლცენტრებს. ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ქოლცენტრებიდან შემოსულ ფულს მმართველი პარტია ქართველი ხალხის წინააღმდეგ ანტიდემოკრატიულ კამპანიაში იყენებს.

„ქართული ოცნების“ მიერ თაღლითური ქოლცენტრების გამოყენებაზე ამერიკელი კონგრესმენიც საუბრობდნენ. მათ ოფიციალური წერილით 31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართეს. მათ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის ხელისუფლების კომისიაა, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე, სამხედრო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში. კომისიის ცხრა წარმომადგენელი სენატის წევრია, ცხრა – წარმომადგენელთა პალატის, სამი კი – აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური პირია.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend