მთავარიმსოფლიოევროპის ქვეყნებმა ღაზის თაობაზე ახალ სამშვიდობო ინიციატივას დაუჭირეს მხარი

ევროპის ქვეყნებმა ღაზის თაობაზე ახალ სამშვიდობო ინიციატივას დაუჭირეს მხარი

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განმუხტვისა და ფართომასშტაბიანი ომის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო ძალისხმევა გრძელდება.

ევროპის ყველაზე ძლიერი ქვეყნებისა და მოკავშირეების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომლის მიზანიც არის ისრაელ-„ჰამასის“ 10-თვიანი ომის დასრულება.

განცხადებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიირ სტარმერმა, ევროპელი ლიდერები მოითხოვენ „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების დაბრუნებასა და ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავ მიწოდებას.

შუამავლები თვეების განმავლობაში ცდილობდნენ, მხარეები სამეტაპიან გეგმაზე დაითანხმონ.

გეგმა ითვალისწინებს „ჰამასის“  7 ოქტომბრის თავდასხმის დროს აყვანილი დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელების სანაცვლოდ, ხოლო ისრაელი დათანხმდება ღაზიდან გასვლას.

განცხადებაში, რომელსაც შუამავლობენ აშშ, კატარი და ეგვიპტე, ასევე მოუწოდებს ირანს და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ საპასუხო თავდასხმებისგან.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რეგიონში გაზრდილი დაძაბულობით და გაერთიანებულნი ვართ დეესკალაციისა და რეგიონული სტაბილურობისადმი ერთგულებაში“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა პლატფორმა X-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ცდილობდნენ განემუხტათ მზარდი დაძაბულობა რეგიონში თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ბეირუთში ჰეზბოლას უფროსი მეთაურის მკვლელობის შემდეგ.

ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში სამხედრო შესაძლებლობებს ზრდის და ავიამზიდის გარდა, ახლო აღმოსავლეთში ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილ ატომურ წყალქვეშა ნავს აგზავნის.

თუმცა ამავდროულად, ისრაელის მორიგი თავდასხმების შედეგად ღაზის სიდიდით მეორე ქალაქ ხან-იუნისში 13 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი.

ადგილობრივი პრესისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ცნობით, ათასობით ადამიანი გაიქცა ღაზას სამხრეთიდან მას შემდეგ, რაც ისრაელმა ადგილობრივებს ქალაქის დატოვება მოუწოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალები ამტკიცებენ, რომ პალესტინელი მებრძოლები სწორედ ამ ქალაქიდან ისვრიან ჭურვებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend