მთავარიკუბიევროკავშირის გაფრთხილება ილონ მასკს

ევროკავშირის გაფრთხილება ილონ მასკს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გეგმავდა ინტერვიუს ილონ მასკთან, თვითონ პლატფორმა იქსსზე, რომლის ტრანსლაციაც ახლახან დასრულდა და რომლის მოსმენა  მასკის ტვიტერის ანგარიშზე არის შესაძლებელი.

გამოქვეყნებულ წერილში ევროკომისარი წერს, რომ ამ წერილს დაგეგმილი ინტერვიუსა და დიდ ბრიტანეთში გასულ დღეებში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით აქვეყნებს. ტიერი ბრეტონი აღნიშნავს, რომ ილონ მასკს გააჩნია იურიდიული ვალდებულება ევროკავშირის მიმართ, მიიღოს ყველა პროპორციული და ეფექტური შემარბილებელი ზომები, იმისათვის რომ სოციალურ ქსელში მავნე შინაარსის კონტენტი ნაკლებად გავრცელდეს, მათ შორის პირდაპირი ეთერის დროს. ევროკომისარი დასძენს, რომ თუ ასეთ ზომებს ტექკომპანიები არ მიიღებენ, ეს გაზრდის დაპირისპირებას საზოგადოებას შორის და ფიზიკური ძალადობის საფრთხის რისკებიც იზრდება.

ილონ მასკი გამოეხმაურა ევროკომისარს პლატფორმაზე უხამსი მიმით ფილმიდან „ტროპიკული ქარიშხალი“ ამ ფორმით მასკმა მიუთითა, რომ ჯობს ევროკომისარმა თავის თავს მიხედოს.

ილონ მასკი ევროკავშირის ყურადღების ცენტრშია მას შემდეგ, რაც ის ყოფილი ტვიტერის, ამჟამად X-is  მფლობელი გახდა.

ევროკავშირის ციფრული მომსახურების შესახებ კანონი კლასიფიცირების პლატფორმა X-ს, 19 სხვა სოციალურ პლატფორმებთან ერთად როგორც „ძალიან დიდ“ ონლაინ პლატფორმასა და საძიებო სისტემას, რომელთაგან ევროკავშირი რეგულაციების ყველაზე მკაცრ დაცვას ითხოვს. ამაში შედის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება, გამჭვირვალობა, არალეგალურ კონტენთან ბრძოლა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend