მთავარისპორტიქართველი სპორტსმენები სამშობლოში ბრუნდებიან

ქართველი სპორტსმენები სამშობლოში ბრუნდებიან

მოკრივე ლაშა გურული და ლეგენდარული ქართველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე პარიზის 33-ე ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში გუშინ ღამით დაბრუნდნენ.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 27 წლის ლაშა გურული გახდა მეორე ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

“ჩემ წონაში 3100 კაციდან 20 რჩეული იყო და იმ 20 რჩეულიდან 4 საუკეთესოში შევედი და დავიკავე საპრიზო ადგილი. 24 წლის მანძილზე ქართულ კრივს ოლიმპიადაზე მედალი არ ჰქონია და ამდენი ხნის მერე შევძელი და მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი”,-ამბობს ლაშა გურული, ბრინჯაოს პრიზიორი კრივში.

პარიზის ოლიმპიადაზე ოლიმპიური რეკორდი დაამყარა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, ის მსოფლიოში ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც 10 ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend