მთავარისაქართველოამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლების ოფიციალური ვიზიტი დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლების ოფიციალური ვიზიტი დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკტერნერის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ისინი ქვეყანას 9 აგვისტოს ესტუმრნენ.
ამერიკელი კანონმდებლები ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
განხილული საკითხების ჩამონათვალში ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო.
დაძაბული ურთიერთობების ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ამერიკელ კანონმდებლებს შორის შეხვედრაზე ჯინ შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრემიერი და მთავრობა საბოლოოდ გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის არის საჭირო.
 ირაკლი კობახიძეს განცხადებით, მან ისაუბრა ურთიერთობების “გადატვირთვის აუცილებლობაზე”.
ჯინ შაჰინის განცხადებით, მათ  ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც სურდათ, თუმცა უარი მიიღეს.
როგორც ცნობილია, ათი აგვისტოს საღამოს მათ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში არაფორმალური შეხვედრა გამართეს მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც.
ვიზიტის ფარგლებში, შაჰინი და ტერნერი საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდნენ და აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend