მთავარისაქართველოსაქართველოს რეზიდენტები ყველაზე ხშირად თურქეთს სტუმრობენ

საქართველოს რეზიდენტები ყველაზე ხშირად თურქეთს სტუმრობენ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს 700 ათასამდე რეზიდენტმა გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. მათ მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი 3,5 მილიონს გადააჭარბა (2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 3,4% პროცენტი იყო).

რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, წლიურ ჭრილში მათმა რაოდენობამ 8,6%-ით მოიმატა და 360 ათასი ერთეული შეადგინა.

ქვეყნებისა და ქვეყანათა ჯგუფების მიხედვით სურათი ასე გამოიყურება: წელს აპრილი-ივნისის ინტერვალში ყველაზე მეტად საქართველოს რეზიდენტები თურქეთს სტუმრობდნენ (საერთო ვიზიტორების 39%), მეორე ადგილზე რუსეთია (18%), მესამეზე – ევროკავშირის ქვეყნები (16%), ხეთეულში შედიან ასევე სომხეთი (11,9%) და აზერბაიჯანი (2,6%).

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend