მთავარისაქართველოსაქართველოს ოფიციალური ვიზიტით სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ეწვევიან

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ეწვევიან

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ჩამოდიან. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს, 9 აგვისტოს, სენატორი საქართველოს პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. 10 აგვისტოს კი, ოფიციალური შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორთან გაიმართება.

საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილია ისიც, რომ სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომლებიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

განცხადებაში კიდევ ერთხელაა აღნიშნული, რომ ვაშინგტონი კვლავ რჩება ერთგული ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend