მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მხრიდან საქართველოში ჯანდაცვის პროგრამების შეჩერებას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მხრიდან საქართველოში ჯანდაცვის პროგრამების შეჩერებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მხრიდან საქართველოში ჯანდაცვის პროგრამების შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატია.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიასა და პროგრამას, რომლის გარეშეც ქვეყანა სრულიად დაუცველი რჩება.

მისივე განცხადებით, აქ მხოლოდ თანხებზე არაა საუბარი, არამედ რეპუტაციულ ზიანზე, ათწლეულობით შექმნილი პროფესიული კავშირების გაწყვეტაზე და ორ ქვეყანას შორის გამყარებული ნდობისა და თანამშრომლობისთვის ზურგის შექცევაზე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აშშ-ისგან დაახლოებით 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend