რუსეთმა დონეცკის რეგიონში სავაჭრო ცენტრზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 11 და დაშავებულია 44 ადამიანი.
ქალაქ კოსტანტინივკაში მდებარე სავაჭრო ცენტრი მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში მდებარეობს. თავდასხმის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მოსკოვის მორიგ სარაკეტო იერიშს სოციალური ქსელით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი პასუხს აგებს ტერორისტული ქმედებებისთვის, ხოლო უკრაინის ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად.