მთავარიაზიაისრაელიისრაელმა განაცხადა, რომ ის აღარ შეუწყობს ხელს ნორვეგიელი დიპლომატების პალესტინაში მუშაობას

ისრაელმა განაცხადა, რომ ის აღარ შეუწყობს ხელს ნორვეგიელი დიპლომატების პალესტინაში მუშაობას

ისრაელმა განაცხადა, რომ იგი აღარ შეუწყობს ხელს  ნორვეგიელი დიპლომატების პალესტინაში მუშაობას. რვა დიპლომატს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაუუქმა აკრედიტაცია.

გადაწყვეტილება  მოჰყვა ნორვეგიის ანტიისრაელურ ქმედებებს, მათ შორის პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას. ნორვეგიაში ეს ნაბიჯი ექსტრემალურ აქტად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ეს აუცილებლად იქონიებს უარყოფით გავლენას ისრაელის მთავრობასთან ურთიერთობაზე.

ღაზაში ერთ-ერთ სახლში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს ისრაელელებმა შვიდი პალესტინელი დახოცეს, ორი კი დაჭრეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ ოჯახში არც მებრძოლები იყვნენ  და არც რაიმე შეიარაღება ჰქონიათ შენახული. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ  არანაირი კავშირი არ აქვთ „ჰამასთან“.

Abdel Kareem Hana/Copyright 2024 The AP All rights reserved

ისრაელელ სამხედროებს ბრალდებებთან დაკავშირებთ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამავდროულად, საუდის არაბეთმა თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელეობა საერთაშორისო დანაშაულად შეაფასა, თუმცა ისრაელისთვის ბრალი პირდაპირ  არ წაუყენებია.  ახლო აღმოსავლეთში  ფართო რეგიონული ომის საფრთხე სულ უფრო მეტად იზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend