მთავარისაქართველო„ილიას გზა” - კოალიცია „ძლიერი საქართველოს” საარჩევნო პროგრამა

„ილიას გზა” – კოალიცია „ძლიერი საქართველოს” საარჩევნო პროგრამა

პოლიტიკურმა კოალიციამ „ძლიერი საქართველო” საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით „ილიას გზა”. პარტიების „ლელო”, „ხალხისთვის” და „თავისუფლების მოედნის” ლიდერებმა საზოგადოებას გააცნეს თავიანთი ხედვა, რომელიც 3 ძირითადი პუნქტისგან შედგება. მათი განმარტებით, 3 პოლიტიკური ძალის კოალიციის მთავარ სამ პრიორიტეტს ევროკავშირში გაწევრება და ევროპული მომავალი, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა და პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა წარმოადგენს.

„საქართველოს ბედისწერა არ არის დაუცველობა, სიღარიბე, მარტო იზოლაციაში ყოფნა, ამიტომაც ჩვენი პროგრამის პრიოტრიტეტები არის სწორედ ეს – დაცული მოქალაქეები, ქვეყანა, სადაც იარსებებს ისეთი სოციალური უსაფრთხოება, რომელიც ღირსეული ცხოვრების, შრომის, სიბერის შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ღირსეულ შრომას ღირსეული ანაზღაურებით.

საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არის ძლიერი, პატივს სცემს ადამიანს, მის უფლებებს და ეს ძლიერება მოდის სწორედ ინსტიტუტებიდან, რომლებიც უნდა ამუშავებდნენ სახელმწიფოს სამართლიანად.

ამიტომ, ეს სამი ამოცანა, რომლებსაც მიზნად ვისახავთ: ღირსეული პენსია, კარგი სამუშაო ადგილები და ევროკავშირის წევრობა არის ქვაკუთხედი, რომელზედაც უნდა დადგეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება.

სწორედ ეს წარმოადგენს „ილიას გზას”“, – განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend