მთავარიაზიაიაპონიაიაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. როგორც ცნობილია, ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთში, კუნძულ კიუსიუზე მდებარე მიაძაკის პრეფექტურის სიახლოვეს, ზღვაში 30 კილომეტრის სიღრმეში იყო.

იაპონური მედია მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მოსახლეობა მოსალოდნელი ცუნამის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.

ასევე იაპონიაში რამდენიმე ატომური სადგურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამოწმებენ, იყო თუ არა რაიმე ზიანი. იაპონიის საზოგადოებრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ეპიცენტრის მახლობლად მიაძაკის აეროპორტის მინები ჩამსხვრეულია, თუმცა არ ვრცელდება სხვა ზიანის შესახებ ინფორმაცია. ასევე მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია, ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად შესაძლო დაღუპულებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend