მთავარიაზიაირანიგავრცელებული ცნობებით, ირანის პრეზიდენტი ისრაელზე თავდასხმას ეწინააღმდეგება

გავრცელებული ცნობებით, ირანის პრეზიდენტი ისრაელზე თავდასხმას ეწინააღმდეგება

ისრაელის მედია ირანის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობებს, რომ ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი ისრაელზე იერიშის მიტანის წინააღმდეგია.

“იერუსალიმ პოსტის” ინფორმაციით, მასუდ მეზეკშიანმა ამ თხოვნით ირანის უმაღლეს სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მიმართა.

გამოცემა ირან ინთერნეიშენალზე დაყრდნობით წერს, რომ პეზეშკიანი შიშობს, რომ ისრაელზე თავდასხმას მძიმე ეკონომიკური შედეგები ექნება.

ამავე წყაროს ცნობით, უმაღლეს ლიდერს არ გაუცია პასუხი პრეზიდენტის ამ შეთავაზებაზე. ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ ირანს აუცილებლად ექნება გარკვეული პასუხი „ჰამასის“ ლიდერის თეირანში მკვლელობაზე. ისინი ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ისრაელზე შეიძლება არა ირანიდან, არამედ მის მიერ რეგიონში მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მხრიდან მოხდეს, რომელთა შორისაა ჰეზბოლა.

ვაშინგტონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი მეთიუ ლევიტი ამბობს, რომ ისრაელის ქმედებას პასუხი აუცილებლად მოჰყვება, თუმცა ეს პასუხი შესაძლოა იმაზე მსუბუქი იყოს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

“ჰეზბოლას” ესმის, რომ 2006 წლის ომისგან განსხვავებით, ამჯერად ბევრი ლიბანელი დაადანაშაულებს ჰეზბოლას იმ ომის დაწყებაში, რომლის დაწყებაც არავის უნდოდა…ირანს კი არ სურს, რომ სრულმასშტაბიანმა ომმა მის საზღვრამდე მიაღწიოს… ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ესმის, რომ ისრაელს აქვს რეალური შესაძლებლობები. ჰყავს ძლიერი მოკავშირეები შეერთებულ შტატებში და სხვაგან”,- აცხადებს მეთიუ ლევიტი.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend