პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ევროპის კონტინენტზე გაჩაღებული ომის ფონზე მიმდინარეობს.
წელს რუსეთი და ბელარუსი ჯამში 32 „ნეიტრალური“ სპორტსმენით ასპარეზობენ, თუმცა მათ შესახებ აზრი ორად იყოფა როგორც რუსეთში, ისე ოლიმპიურ სოფლებში. უკრაინული მხარე მოითხოვდა, „ნეიტრალური“ სპორტსმენები საერთოდ მოეხსნათ ოლიმპიადიდან. ბოლო ინფორმაციით, რუსეთი გასულ ოლიმპიადაზე 300-ზე მეტი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ახლა კი ნეიტრალური სტატუსით მხოლოდ 15 რუსი ასპარეზობს.
წლევანდელ ოლიმპიადაზე მონაწილე თხუთმეტ რუს სპორტსმენს „ნეიტრალური“ სპორტსმენის სტატუსი აქვს. ზოგიერთი ეწინააღმდეგებოდა კიდეც მათ შეჯიბრებაში ჩართავს. რუსეთშიც აზრთა სხვადასხვაობაა. პოლიტიკოსების ნაწილი ამ სპორტსმენებს მოღალატეებად თვლის.
თამაშების დაწყებამდე აქტივისტებმა რუსი სპორტსმენების სოციალური ქსელების ანგარიშებიდან ამოკრიბეს ის ინფორმაცია და პოსტები, რომლებშიც ისინი ომისადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ. ამ შინაარსის პოსტი ეკუთვნოდა დიანა შნაიდერს, რომელმაც წლევანდელ თამაშებზე რუსებს შორის პირველმა მოიპოვა მედალი.
დიანა შნაიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი პოლიტიკურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს.
უკრაინას სურდა, რომ რუსი სპორტსმენები საერთოდ მოეხსნათ ოლიმპიური თამაშებიდან. შესაბამისად, ეწინააღმდეგებოდა მათი ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობასაც. უკრაინამ ცოტა ხნით ბოიკოტი გამოუცხადა საკვალიფიკაციო ეტაპზე შეჯიბრებას, რომელზეც რუსი სპორტსმენები გამოდიოდნენ, თუმცა მალევე შეცვალეს გადაწყვეტილება, რათა საერთოდ არ ჩახსნილიყვნენ ოლიმპიადიდან.
უკრაინელი სპორტსმენი, სიმაღლეზე ხტომაში ოქროს მედლის მფლობელი, იაროსლავა მაჰუჩიხი ამბობს, რომ ისინი ომის წინააღმდეგ არ გამოსულან, მშვიდობისთვის ხმაც კი არ ამოუღიათ. მისი თქმით, ყველა ომი ჩერდება ხოლმე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა რუსეთი არ გაჩერებულა. ამ თამაშების დროსაც იყო მასშტაბური თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე. მას უკვირს, როგორ შეიძლება ტერორისტს მიეცეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებაში, რომელიც მშვიდობისთვის იმართება.