აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, დასკვნით ეტაპს მიაღწია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებმა, რომლის ფარგლებშიც აშშ მუშაობს ეგვიპტესა და კატართან ერთად, რათა თავიდან აიცილონ კიდევ უფრო მეტად კონფლიქტის გაფართოება ახლო აღმოსავლეთში. ენტონი ბლინკენმა ეს კომენტარი ავსტრალიასა და აშშ-ს წარმომადგენლობას შორის 34-ე შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც ცნობილია, დაახლოებით ათობით ერთეული გამანადგურებელი F/A-18 და ავიამზიდი „თეოდორე რუზველტი” გადაგზავნილია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ბაზაზე. პენტაგონი ცდილობს, დაეხმაროს ისრაელს, თავი დაიცვას ირანიდან მომდინარე სავარაუდო თავდასხმისგან.
„პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ესაუბრა ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისისა და ასევე კატარის ამირას თამიმ ბინ ჰამადს. ეს არის ორი ქვეყანა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ჩართულები არიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებსა და მძევლების გათავისუფლების საკითხში. როგორც ლიდერებმა განიხილეს, მოლაპარაკებები ახლა უკვე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ისინი შეთანხმდნენ პროცესის დახურვის აუცილებლობაზე, შეთანხმების გაფორმებასა და ძალისხმევაზე, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს კონფლიქტის მოგვარება. ეს არის ერთადერთი გზა ღაზაში კონფლიქტის დასრულებისა და რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.