მთავარისაქართველოაგვისტოს ომის მე-16 წლისთავს ევროპარლამენტის პრეზიდენტი გამოეხმაურა

აგვისტოს ომის მე-16 წლისთავს ევროპარლამენტის პრეზიდენტი გამოეხმაურა

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მე-16 წლისთავს საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან. განცხადებებს ავრცელებენ ევროპული ქვეყნების ლიდერები.

სოციალურ ქსელ X-ზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე დაწერა. განცხადებაში მან ევროპარლამენტის სახელით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქართველ ხალხს ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება“, – დაწერა რობერტა მეცოლამ სოციალურ ქსელ X-ზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend