მთავარიმსოფლიოევროპაბალტიის ქვეყნებმა თავდაცვის ზღუდის მოწყობა დაიწყეს

ბალტიის ქვეყნებმა თავდაცვის ზღუდის მოწყობა დაიწყეს

ბოლო დღეებია, ლატგალიის გზებზე სულ უფრო ხშირად ჩნდება სატვირთო ავტომობილები, რომლებსაც საზღვრის მიმართულებით ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციები გადააქვთ.

ეს ერთგვარი დაბრკოლებაა, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში რუსული ჯარი უნდა შეაჩეროს და დაიცვას ევროპის გარე საზღვრები.

ბალტიის თავდაცვის ხაზის მშენებლობა უკვე დაიწყო. ეს გეგმა კი, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივად გამოაცხადეს რამდენიმე თვის წინ.

გეგმის თანახმად, ერთობლივი თავდაცვის ხაზში განლაგდება ლითონის წინაღობები, ბეტონის ბლოკები და ე.წ. დრაკონის კბილები. შეიარაღებული ძალების საინჟინრო დანაყოფების ინსპექტორი კასპარს ლადსინზი ამბობს, რომ ასეთი კონსტრუქციები მეორე მსოფლიოს ომის დროსაც გამოიყენებოდა მტრისგან თავის დასაცავად.

კონსტრუქციებს აწარმოებენ ადგილობრივი კომპანიები, ქალაქი დაუგავპილსი Copyright EBU

„მსგავსი კონსტრუქციები დღესაც შემორჩენილია ევროპის რამდენიმე დასახლებაში, თუმცა ძირითადად უვარგისია. გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ისტორიას დარჩებოდა, თუმცა უკრაინის ამბავი გვაჩვენებს, რომ თავი უნდა დავიცვათ“, – ამბობს ლადსინზი.

ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებთან. მოგვიანებით ეს მოწყობილობები შეიძლება დაიშალოს და განთავსდეს უფრო სიღრმეში, იმ ადგილებში, სადაც ჯარისკაცები საჭიროდ ჩათვლიან.

ლატვიაში იმედი აქვთ, რომ ეს კონსტრუქციები არ დასჭირდებათ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მზად უნდა იყვნენ ომისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend