მთავარისაქართველოაფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 პირი გადმოასვენეს

აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 პირი გადმოასვენეს

სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. 

გადმოსვენების პროცესი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა. 16 იდენტიფიცირებული პირიდან 7 სამხედრო მოსამსახურეა, ხოლო 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.

სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე – მთავრობის წევრებთან ერთად.

ასევე, დაღუპულ მოქალაქეებს პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაპოვნია 621 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 316. ხოლო 2000-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend