ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ მიიღო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მოთხოვნა გასულ კვირაში ჩატარებულ არჩევნებზე აუდიტის წარმოების შესახებ.
ნიკოლას მადურო, ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი და რვა სხვა კანდიდატი, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობენ, დღეს სასამართლოში არიან დაბარებულები.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ნიკოლას მადურომ არჩევნები გააყალბა და სინამდვილეში ოპოზიციურმა ლიდერებმა ხმათა 2/3 მიიღეს, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს ოთხშაბათს მიმართა თხოვნით- ჩაეტარებინა არჩევნების აუდიტი. თუმცა ამ ნაბიჯმა კრიტიკა გამოიწვია როგორც ვენესუელაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რადგან მადუროს ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მთავრობასთან მჭიდრო კავშირები აქვს და ის დამოუკიდებელი ვერ იქნება. ნიკოლას მადურო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ დღეს ის სასამართლოში გამოცხადდება.
„საარჩევნო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, დათანხმდეს სადავო საარჩევნო მიმართვას, დაიწყოს საარჩევნო პროცესის გამოძიება, ჩაატაროს პროცესი სპეციალური წესით. ხვალ, 14:00 საათზე, 10 კანდიდატი საარჩევნო პალატაში გამოიძახა. მე იქ ვიქნები! მომეცით ფაშისტი კრიმინალების ანგარიშები, რომ ისინი ვეძებოთ. მე ხალხს ქუჩ-ქუჩა, უბან-უბან დავიცავ”, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.