მთავარიევროპაუკრაინარუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სოფელი ბილენკე დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სოფელი ბილენკე დაბომბეს

ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რვაჯერ დაბომბეს კახოვკას წყალსაცავის სანაპიროსთან მდებარე სოფელ ბილენკეს ტერიტორია.

დაბომბვის შედეგად ერთი ქალი დაიჭრა, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სოფელ ბილენკეში დაზიანდა სახლები და  შენობები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და მისი პარტნიორები მუშაობენ  საერთაშორისო უსაფრთხოების ახალ შეთანხმებებზე. მისივე თქმით, დოკუმენტს მხარეები აგვისტოში მოაწერენ ხელს.

” ხვალ ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანასთან. ასევე უკრაინაში ჩამოვლენ ლიდერები, შესაბამისად ვემზადებით მოლაპარაკებებისთვის და გრძელვადიანი შეთანხმებების გაფორმებისთვის”,- განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კვლავ რთული ვითარებაა უკრაინის ქალაქ ნოვოჰროდივკაში. ადგილობრივები გაზისა და წყლის გარეშე არიან დარჩენილები.

ნოვოჰროდივკას სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ოლეჰ ჟუჟმანი ამბობს, რომ დღეს ფრონტის ხაზი დასახლებულ პუნქტებზე გადის.

მისივე თქმით, ქალაქში 238 საცხოვრებელი კორპუსია და მათი მესამედი დაბომბვის შედეგადაა დაზიანებული. 2022 წლიდან ქალაქს გაზი აქვს, ხოლო გასული წლიდან ცენტრალიზებული წყალმომარაგებაც შეწყდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend