მთავარიმსოფლიო„საუკუნის გაცვლა” - დასავლეთი და რუსეთი პატიმრებს ცვლიან

„საუკუნის გაცვლა” – დასავლეთი და რუსეთი პატიმრებს ცვლიან

ხუთშაბათს, შუადღეს, რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი ანკარაში დაეშვა.

ჯერ უცნობია, ვინ იმყოფება ხომალდის ბორტზე, თუმცა ვრცელდება ცნობები ე.წ. საუკუნის გაცვლის შესახებ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის.

სხვადასხვა წყარო იტყობინება, რომ მიმდინარეობს ცივი ომის შემდეგ პატიმრების გაცვლის ყველაზე მასშტაბური პროცესი. გავრცელებული ცნობებით, ბაიდენის ადმინისტრაცია დასთანხმდა რუსეთთან პატიმრების გაცვლას და სავარაუდოდ, ისინი უკვე თურქეთის დედაქალაქში იმყოფებიან.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საუბრობს რუსეთთან ტყვეების გაცვლაზე, თეთრი სახლი, ვაშინგტონი, აშშ, 1-ელი აგვისტო, 2024 წელი Copyright AP Photo/Evan Vucci

დაუდასტურებელი ცნობებით, მათ შორის არიან: ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, ვეტერანი პოლ უელანი და რადიოჟურნალისტი ალსუ კურმაშევა.

ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა სასამართლო პროცესზე, ყაზანი, რუსეთი, 24 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo

უილანი და გერშკოვიჩი ორივენი დააპატიმრეს რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით. კურმაშევა, შეერთებული შტატებისა და რუსეთის მოქალაქე, დააკავეს რუსეთში 2023 წლის ივნისში რუსული არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით.

ოფიციალური წყაროები საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა გამოცემები „სიენენი”, „სიბიესი”, „ბლუმბერგი” და „გარდიანი” წერენ, რომ რუსეთიდან გათავისუფლდა დაახლოებით 24 პატიმარი, ხოლო დასავლური ციხეებიდან 8.

მათ შორის შესაძლოა, იყოს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც ბერლინში 2019 წელს საქართველოს მოქალაქე ქისტი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend