მთავარიევროპარუსეთიესტონეთ-რუსეთის საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების გრძელი რიგებია

ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების გრძელი რიგებია

რუსეთში კომერციული ფრენების შეწყვეტისა და ფინეთის სასაზღვრო გადასასვლელების დახურვის გამო ის ადამიანები, რომელთაც რუსეთში ნათესავების მონახულება სურთ ან სამუშაოდ მიდიან, იძულებული არიან, ამ ქვეყანაში ესტონეთის გავლით გადავიდნენ.

მათთვის ყველაზე რთული ისაა, რომ  ნარვის სასაზღვრო პუნქტთან დიდხანს უწევთ ლოდინი.

ტალინის აეროპორტიდან რუსეთის საზღვრამდე მისასვლელად ყველაზე სწრაფი სატრანსპორტო საშუალება მატარებელია.

ბევრი ნარვის სასაზღვრო გადასასვლელს ირჩევს,  რადგან თურქეთის ან სომხეთის გავლით რუსეთში მოგზაურობა ორჯერ უფრო ძვირია.

ყოველდღიურად ტალინი-რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან 300-ამდე ადამიანი დგას რიგში. მათ შეიძლება ექვსი საათიც კი მოუწიოთ ლოდინი.

ადგილობრივების თქმით, დროის დაზოგვის მიზნით, ხალხი ტალინიდან ნარვამდე ტაქსითაც კი დადის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend