მთავარიკუბიChatGPT-ის ხმოვანი რეჟიმი

ChatGPT-ის ხმოვანი რეჟიმი

ჩატბოტ ChatGPT-ის უფრო დახვეწილი ვერსია გააქტიურდა, რომლის გამოყენება ჯერჯერობით ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფს შეუძლია.

ChatGPT-ის ხმოვანი რეჟიმის უფრო დახვეწილი ვერსია დღეს უკვე ძალიან რეალისტურად ჟღერს განსხვავებით უფრო რობოტული ხმისგან. ის რეალური დროის რეჟიმში მუშაობს და ადაპტირდება კონკრეტულ ადამიანზე, იცინის ხუმრობებზე და ეცვლება ტემბრი პასუხის ემოციური კონტექსტიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ ChatGPT-ის უკვე აქვს ნაკლებად დახვეწილი ხმოვანი ვერსია, თუმცა მისი განვითარებული ვერსია შესაძლოა,  გახდეს მნიშვნელოვნად გარდამტეხი მოვლენა ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რადგან მას ეძლევა საშუალება გამართოს ძალიან ბუნებრივი კომუნიკაცია რეალურ ადამიანთან.

კომპანიის Open AI-ის წარმომადგენლების თქმით, მას ახალი ფუნქცია გამოცადეს ასზე მეტ ადამიანზე, 45 ენაზე. საერთო ჯამში, ხმოვან რეჟიმს აქვს შემუშავებული 4 ტიპის ხმას და ის ვერ შეძლებს რეალურ ადამიანების ხმის კოპირებას კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend