მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო ჰოსპიტალში ომის ვეტერანები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო ჰოსპიტალში ომის ვეტერანები მოინახულა

უკრაინაში, რივნეს ოლქში არსებულ სამხედრო ჰოსპიტალში ომის ვეტერანები მკურნალობენ და რეაბილიტაციის კურსს გადიან. მათ მოსანახულებლად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. ის გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას და დაჭრილ მებრძოლებს მედლები გადასცა.

სამხედრო ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიის განყოფილება, საცურაო აუზი და რობოტიზირებული სარეაბილიტაციო განყოფილება.

რაც შეეხება უკრაინაში არსებულ მდგომარეობას, რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინაზე დაუნდობელ თავდასხმას.

უკრაინის ჯარის სერჟანტის თქმით, საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში , უკრაინის ფრონტის ხაზთან მდებარე, ორი სოფელი დაიკავეს.

უკრაინამ გამოაცხადა, რომ აქვს გეგმები რუსეთის მეორე სამშვიდობო სამიტში ჩართვის შესახებ, ხოლო კიევის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რომ მთავარი კითხვა, ის არის  წარმართავს თუ არა მოსკოვი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend