მთავარისაქართველოსპეკულაციების საფუძველი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე “გამჭვირვალობის” კანონის შესახებ

სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს – ირაკლი კობახიძე “გამჭვირვალობის” კანონის შესახებ

საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ რეესტრის შექმნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ისინი, ვინც კანონს არ დაემორჩილებიან, 25 000 ლარის ოდენობის ფინანსური ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ. ეს იმის ფონზე, როცა ორგანიზაციათა უდიდესი ნაწილი უარს ამბობს უცხოური გავლენის გამტარებელ ორგანიზაციად სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებაზე.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ორგანიზაციებს ფინანსური ჯარიმის გარდა, არაფერი ემუქრებათ. და მისივე თქმით, კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული.

„თქვენ იცით, რომ ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული კანონით. ერთადერთი ზომა არის 25 000 ლარიანი ჯარიმა, ეს არის და ეს, მორჩა, ამით ყველაფერი მთავრდება. არავითარი სხვა რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც არაკეთილსინდისიერად იმოქმედებს და კანონს არ დაემორჩილება, მას დაეკისრება 25 000 ლარიანი ჯარიმა. შესაბამისად, აქ არავითარი სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend