მთავარისაქართველოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანში ვიზიტთან დაკავშირებით კრიტიკას პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანში ვიზიტთან დაკავშირებით კრიტიკას პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა კრიტიკას ირანში ვიზიტთან დაკავშირებით.

პრემიერმა თქვა, რომ ირანი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და სწორედ ამიტომ პრეზიდენტის ინაუგურაციას რეგიონის ყველა სახელმწიფოდან ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელისა და გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლები.

„მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა.

რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. იქ იყვნენ, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის პრემიერი-მინისტრი. რეგიონი თავიდან ბოლომდე იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მედიის წარმომადგენლებმა მას ასევე  ჰკითხეს უქმნიდა თუ არა უხერხულობას ინაუგურაციაზე ყოფნის დროს შეძახილები “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს”, რაზეც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს “სპეკულაციაა” და არ აპირებს პასუხის გაცემას.

„იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, რომ არ ვიცი რა გიპასუხოთ. რაც შეხება ამ თემას როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის „აწევა“, თუმცა, მაინც და მაინც დიდი წარმატება არ აქვს. ლომჯარიას პატრონებმა დაავალეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან მაგალითად სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ. რატომ? იმიტომ, რომ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც ქართველ ლომჯარიებს დაავალეს. ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ირანში უკვე მეორედ ჩავიდა ირანში – ერთხელ მაშინ, როდესაც ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და მეორედ, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend