მთავარიკუბიპრონაცისტური ანგარიშები TikTok-ზე

პრონაცისტური ანგარიშები TikTok-ზე

გლობალურმა კვლევითმა ცენტრმა, სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტმა, ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, მათ გასართობ ვიდეოპლატოფრმა ტიკტოკზე აღმოაჩინეს 200 ნეონაცისტური ანგარიში.

ანგარიშებზე გამოაქვეყნეს რამდენიმე ნაცისტური იდეების შემცველი ვიდეორგოლი,  ასევე, თავიანთი პროფილისთვის გამოიყენეს ნაცისტური სიმბოლიკა.

ნაცისტური შინაარსის შემცველი ფოტო და ვიდეო ტიკტოკზე დაახლოებით ათობით მილიონ ნახვას აგროვებს და ამ მასალებით ხდება ჰოლოკოსტის უარყოფა და ადოლფ ჰიტლერის განდიდება.

ასევე კვლევის მიხედვით, პრონაცისტური ანგარიშები იყენებენ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, რათა შექმნან ეთნიკური ჯგუფების კარიკატურული გამოსახულებები.

აღსანიშნავია, რომ ტიკტოკის წესების მიხედვით აკრძალულია სტერეოტიპების განმტკიცების მქონე ვიდეოების გაზიარება, რომლებიც შესაძლოა, ამცირებდეს დაუცველ ჯგუფებს.  ასევე იზღუდება პოტენციურად მაღალი ზიანის მქონე დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები, თუმცა მკვლევრების თქმით, კონკრეტული აღნიშვნა ნაცისტურ კონტენტის აკრძალვაზე, ტიკტოკის წესდებაში არ არის.

მკვლევრისავე თქმით, თვითიდენტიფიცირებული ნაცისტებისთვის ტიკტოკი არის ერთ-ერთი მორგებული პლატფორმა, რათა მოხდეს იდეოლოგიის პოპულარიზაცია და შესაძლებელია, რომ ვიდეომ მიაღწიოს ბევრ ადამიანამდე, მიუხედავად იმისა ანგარიში სულ ახალი შექმნილი იქნება, თუ არა.

ამასთან, ინსტიტუტის ცნობით, ტიკტოკზე არსებული ნეონაცისტური ანგარიშების ქსელი, კოორდინაციაში მუშაობს ტელეგრამაქტივისტებთან, რათა მოკლე ვიდეოების საშუალებით ფართო აუდიტორიას მისწვდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend