ისრაელი ადასტურებს, რომ რომ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ლიბანური დაჯგუფება “ჰეზბოლას” ერთ-ერთ მეთაურზე იერიში მიიტანა.
ისრაელის სამხედრო სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, სამიზნე იყო ფუად შუკური „ჰეზბოლას“ უმაღლესი სამხედრო მეთაური.
Fuad Shukr: the man who killed 12 children in a soccer field on Saturday and is responsible of 30 years of Hezbollah terrorist attacks. pic.twitter.com/RuHO0W2py6
— Israel Defense Forces (@IDF) July 30, 2024
რამდენიმე დღის წინ, ისრაელში ,,გოლანის მაღლობზე” მიტანილ სარაკეტო იერიშს, საფეხბურთო მოედანზე მყოფი 12 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ჰეზბოლა” თავდასხმას უარყოფს, თუმცა ისრაელი ამბობს, რომ სწორედ ფუად შუკური იყო “ბავშვებისა და ისრაელის არაერთი მოქალაქის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.”