მთავარიევროპაუკრაინააშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

ცნობილი გახდა დეტალები თუ რას გულისხმობს აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება რასაც უკრაინა მიიღებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პაკეტის ღირებულება 200 მილიონ დოლარს შეადგენს და მოიცავს ისეთი ტიპის შეიარაღებით დახმარებას როგორიცაა: ნასამსის (Munitions for National Advanced Surface-to-Air Missile Systems) საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები, ახლო და საშუალო მოქმედების საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, ჰაიმარსის (HIMARS) აღჭურვილობა და შეიარაღება.

155 და 105 მილიმეტრის საარტილერიო ჭურვები, ჯაველინის და სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ასევე, დაცული საკომუნიკაციო სისტემები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ცნობისთვის, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ შეერთებულმა შტატებმა 11 ივლისსაც განაცხადა.

პაკეტი „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავდა. დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს დახმარების ახალი პაკეტების გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა. მან განცხადება, პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

ზელენსკის თქმით, მსგავსი დახმარებები უკრაინას საშუალებას აძლევს, თავი დაიცვას რუსული თავდასხმებისგან და გადაარჩინოს უკრაინელთა სიცოცხლე. მისივე განცხადებით, ეს დახმარება არის ამერიკის ძალისა და ლიდერობის დემონსტრირება აგრესიისა და ტერორის წინააღმდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend