მთავარიამერიკააშშაშშ-ის საზღვაო ძალებში ახალი ტექნოლოგიები ინერგება

აშშ-ის საზღვაო ძალებში ახალი ტექნოლოგიები ინერგება

აშშ-ის საზღვაო ძალების ინფორმაციით  კალიფორნიაში, პორტ ჰუნემში წარმატებით განხორციელდა ახალი დამტენი მოწყობილობის მოქმედების დემონსტრირება.

ეს სისტემა საშუალებას მისცემს ამერიკულ სარაკეტო ხომალდებს  შესაბამისი შეიარაღებით ზღვაშივე დატენონ გამშვები მოწყობილობები და აღარ გახდება ამ ხომალდების პორტში დაბრუნება. ამ მომენტისთვის მხოლოდ წყნარი ოკეანის აუზში ოთხი სამხედრო პორტია სადაც აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდებს სარაკეტო აღჭურვა შეუძლიათ.

ახალი სისტემა მნიშვნელოვნად ზრდის ამერიკული საზღვაო სარაკეტო ხომალდების ეფექტიანობას და ინოვაციურ ტექნოლოგიადაა შეფასებული. როგორც ამერიკის საზღვაო ძალებში აცხადებენ, ამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საბრძოლო მოქმედებების დროს სარაკეტო კრეისერებს და მსგავს საშუალებებს უწყვეტი ცეცხლის წარმოება შეეძლოთ მოწინააღმდეგეზე.

ახალ სისტემას შეუძლია, დაახლოებით 8 მეტრს სიგრძის რაკეტები ვერტიკალურად აწიოს და სარაკეტო შახტში 3 ბალიანი შტორმის დროსაც ოპერატიულად და უსაფრთხოდ მოათავსოს.

ეს ტექნოლოგია ზღვაზე საბოლოო შემოწმებას 2024 წლის ბოლომდე გაივლის და შემდეგ ფართოდ დაინერგება ამერიკის საზღვაო ძალებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend