პარიზის ოლიმპიადაზე ჩოგბურთის ლეგენდებს შორის მეორე წრის მატჩი 29 ივლისს გაიმართება. ჩოგბურთის ტიტანების რაფაელ ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის რიგით მე-60 შეხვედრა ერთ-ერთი საინტერესო სანახაობა იქნება პარიზის ოლიმპიადაზე.
პარიზში ოლიმპიური მედლებისთვის 206 ქვეყნის 10 500 სპორტსმენი იბრძოლებს. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებს მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით, დროშებისა და სხვა ეროვნული ატრიბუტის გარეშე მონაწილეობის უფლება მისცა.
აშშ-ის მამაკაც კალათბურთელთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადა სერბეთთან გამარჯვებით დაიწყო.
სერბეთსა და აშშ-თან ერთად C ჯგუფში სამხრეთი სუდანი და პუერტო-რიკო თამაშობენ. პირველ ტურში აფრიკულმა ნაკრებმა მეტოქეს 90:79 სძლია.
აშშ-ის ქალთა კალათბურთელთა გუნდი კი უკვე მერვეჯერ შეეცდება ოქროს მედლის მოპოვებას. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება.
16 წლის კანადელმა მოცურავე სამერ მაკინტოშმა კანადის შესარჩევ ტურნირზე რომელიც ქალაქ ტორონტოში ჩატარდა, 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა.
ოლიმპიური თამაშები 11 აგვისტოს დასრულდება.