პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, მოდის სახლმა ,, ლუი ვიტონმა“ მოაწყო ღონისძიება, რომელსაც უამრავი პოპვარსკვლავი ესწრებოდა.
,,ლუი ვიტონის“ კრეატიულმა დირექტორმა, პროდიუსერმა და მომღერალმა ფარელ უილიამსმა ოლიმპიადაზე ხელოვნების ნამუშევრების წარმოდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ერთ დროს ოლიმპიადის ნაწილი იყო ვიზუალური ხელოვნება. შეჯიბრების ფარგლებში წარმოდგენილი იყო არქიტექტურული ნამუშევრები – ქანდაკებები. ჩვენი იდეაა, რომ 2028 წლისთვის ეს ტრადიცია აღვადგინოთ, ამისთვის კი დღეიდან უნდა დავიწყოთ ცნობიერების ამაღლება“,- განაცხადა ფარელ უილიამსმა.
,,ლუი ვიტონის“ მოდის სახლში შეკრებილი ვარსკვლავები იმედოვნებენ, რომ საუკუნეების განმავლობაში გამორჩეულ ოლიმპიურ შეჯიბრებებში მონაწილეობას ხელოვნების წარმომადგენლებიც შეძლებენ.