პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის რკინიგზის სისტემა პარალიზებულია. მიზეზი ვანდალური თავდასხმაა.
რკინიგზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ღამით სარკინიგზო სისტემაზე ერთდროულად რამდენიმე მავნებლური აქტი განხორციელდა. გაჩნდა ხანძარიც. რკინიგზის კომპანიის (SNCF) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავს იმ ხაზებს დაესხნენ, რომლებიც პარიზს საფრანგეთის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან აკავშირებს. მათივე ინფორმაციით თავდასხმამ 800 000 მგზავრი დააზარალა.
🇫🇷 ALERTE INFO – À quelques heures de la cérémonie d’ouverture des JO, la #SNCF est victime d’une "attaque massive d'ampleur pour paralyser" son réseau de TGV, avec des incendies volontaires. Le trafic sera "très perturbé" au moins tout le week-end. ⚠️ Il est demandé "à tous les… pic.twitter.com/pMrxUN8Ka4
— Mediavenir (@Mediavenir) July 26, 2024
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღდგენითი სამუშაოები, სულ მცირე, კვირამდე გაგრძელდება და მგზავრებს დაგეგმილი მოგზაურობის გადადებისკენ მოუწოდებენ. მომხდარს გამოეხმაურა, საფრანგეთის სპორტის მინისტრი, ამელი უდეა-კასტერა. მან განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების მიზანში ამოღება, საფრანგეთის მიზანში ამოღებას ნიშნავს.