22 ივლისს ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყო, რაც კი ოდესმე აღუნუსხავთ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ქვეყნების მთავრობებს სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ექსტრემალური სიცხის შემთხვევების რაოდენობა, ხანგრძლივობა და მასშტაბები იზრდება.
გუტერეშის თქმით, დედამიწა მოსახლეობისთვის სულ უფრო ცხელი და საშიში ხდება.
„ექსტრემალური ტემპერატურა მხოლოდ ერთი დღის, ერთი კვირის ან ერთი თვის ფენომენი აღარ არის. ერთი რამ, რაც ჩვენს გახლეჩილ საზოგადოებას აერთიანებს, სიცხეა, რომელსაც ყველანი განვიცდით“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.
Heat is estimated to kill almost half a million people a year.
We know what is driving it: fossil fuel-charged, human-induced climate change.
Extreme heat is the new abnormal. But the good news is we can save lives and limit its impact. https://t.co/G4cwroe32y pic.twitter.com/RldKIE99MS
— António Guterres (@antonioguterres) July 25, 2024
კლიმატის ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად, გაეროს გენერალური მდივანი ერთობლივ საერთაშორისო ძალისხმევაზე საუბრობს. იგი ქვეყნებს მოუწოდებს, COP28-ზე შეთანხმებული მიზნების მისაღწევად ერთად იმუშაონ. გუტერეშის თქმით, მსოფლიოს უმდიდრესმა ქვეყნებმა ეტაპობრივად უნდა შეწყვიტონ წიაღისეული საწვავის გამოყენება.
„სუბსიდიების მეშვეობით, დიდი ოცეულის ქვეყნებმა წიაღისეული საწვავი განახლებადი ენერგიით უნდა ჩაანაცვლოს. ამ კუთხით, ისინი დაუცველ ქვეყნებსა და თემებს უნდა დაეხმარონ. თითოეული ქვეყნის კლიმატის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახული უნდა იყოს, რა წვლილს შეიტანენ COP28-ზე მიღებული მიზნების შესრულებაში“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.
გენერალური მდივანი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად გატარებული ზომები დღესდღეობით არსებულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.