მთავარიამერიკააშშკამალა ჰარისმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო

კამალა ჰარისმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს დემოკრატი დელეგატების უმრავლესობა მხარს უჭერს. არაოფიციალური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კამალა ჰარისს კენჭისყრამდე 1976-ზე მეტი დემოკრატი დელეგატის მხარდაჭერა ექნება.

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებმა 21 ივლისს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის შემდეგ კამალა ჰარისის საარჩევნო მარათონის დასაფინანსებლად 55 მილიონ დოლარზე მეტი შესწირეს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ფინანსური შემოწირულობების კუთხით 2024 წლის არჩევნები უპრეცედენტოა.

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ნოემბერში მეორე ვადით კენჭს აღარ იყრის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პირველი საჯარო გამოსვლისას ჯო ბაიდენის შესახებ ბევრი ისაუბრა.

კამალა ჰარისი 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა მას შემდეგ, რაც კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და და მხარ­და­ჭე­რა ვერ მო­ი­პო­ვა, ჰა­რის­მა კანდიდატურა მოხ­სნა და სამი თვის შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­და, რომ მხარს და­უ­ჭერ­და ბა­ი­დენს. 2020 წელს კი ჯო ბა­ი­დე­ნის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი გახ­და.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ კამალა ჰარისი გაიმარჯვებს, ის იქნება პირველი ქალი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend