მთავარიამერიკააშშაშშ რუსეთის ციხეში მყოფი „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს

აშშ რუსეთის ციხეში მყოფი „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციისას მედიასთან ისაუბრა რუსეთის ციხეში მყოფ ჟურნალისტზე ალსუ კურმაშევაზე.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ალსუ კურმაშევას საქმეს. ის არის თავდადებული ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების სამიზნეა იმის გამო, რომ მუდამ სიმართლეს ამბობს და უკომპრომისოდ აშუქებს რეალობას. ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს და კვლავ მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ ის უნდა გათავისუფლდეს”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ალსუ კურმაშევაზე კრემლის მიერ კონტროლირებულმა სასამართლომ რუსული არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზეზით გაასამართლა. სასამართლო პროცესი დახურული იყო და მას 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რუსულმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ჯაშუშობის ბრალდებით, 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მედიის კიდევ ერთ წარმომადგენელს, Wall Street Journal-ის რეპორტიორს, ევან გერშკოვიჩს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend