მთავარიამერიკააშშაშშ-ის ევროატლანტიკური პოლიტიკა არჩევნების შემდეგ

აშშ-ის ევროატლანტიკური პოლიტიკა არჩევნების შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობდნენ ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნაზე, ბევრისთვის მისი ეს გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

ევროპამ იცის, რომ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე.

დიდი ალბათობით დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი იქნება. საინტერესოა, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ევროკავშირისთვის.

„ვფიქრობ, შეერთებული შტატების მოკავშირეები ევროპასა და ასევე წყნარ ოკეანეში შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში უწყვეტობას უნდა ელოდონ. კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდი სავარაუდოდ უცვლელი დარჩება. რა თქმა უნდა, ჰარისი საშინაო პოლიტიკაზე უფრო დიდ ყურადღებას გაამახვილებს. პრეზიდენტი ბაიდენი უნიკალური იყო, ის ხვდებოდა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მნიშვნელობას. ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაში ასეთი ხალხი თითქმის აღარ დარჩა“, – ამბობს სუდა დევიდ-ვილპი, GMF-ის ბერლინის ოფისის დირექტორი.

შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებზე ბრიუსელში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნება შემაშფოთებელია ევროპელი ლიდერებისთვის, განსაკუთრებით უკრაინაში ომის ფონზე.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება. ამერიკელები ნოემბერში აირჩევენ საკუთარ პრეზიდენტს. თუმცა ევროპამ თავის თავზე უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა დღეს და ახლა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ნოემბერს. უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები თუ არ იქნება უზრუნველყოფილი, ნოემბრამდე უკრაინის ელექტროსისტემა მთლიანად განადგურდება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში Copyright AFP/Euronews

ანალიტიკოსები ევრონიუსთან საუბარში ამბობენ, რომ ტრამპის ახალი მთავრობის მიდგომა უკრაინის საკითხის მიმართ გადამწყვეტი იქნება.

„პრეზიდენტი ტრამპი აშკარად ხედავს უკრაინას, როგორც ევროპის მოსაგვარებელ საკითხს. მან განაცხადა რამდენიმე კვირის წინ საპრეზიდენტო დებატების დროს, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებს ოკეანე აშორებს და უკრაინა ევროპელი ლიდერების პასუხისმგებლობა უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ევროპელი ოფიციალური პირების უმეტესობა ხედავს, რომ უკრაინის დაცვა და მისი რეკონსტრუქცია ევროპამ უნდა მოაგვაროს“, – ამბობს სუდა დევიდ-ვილპი, GMF ბერლინის ოფისის დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება საკამათოა, ევროპელები ემზადებიან მასთან თანამშრომლობისთვის და მუშაობენ, რომ ვაშინგტონმა ნებისმიერი პრეზიდენტის პირობებში უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend