გასული საუკუნის 60-იანი წლების ლეგენდარული ამერიკული კვარტეტის The Four Tops-ის მეოთხე წევრი, აბდულ ფაკირი, მეტსახელად „დუკი“, 22 ივლისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
The Four Tops ცნობილი ამერიკული ხმის ჩამწერი კომპანია Motown Records-ის მიერ ჩაწერილ ჯგუფებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური კვარტეტია, რომელიც დიდების მწვერვალზე 1964-1967 წლებში იმყოფებოდა. ამ პერიოდში ჯგუფმა ჩაწერა 11 ჰიტი, მათ შორის I Can’t Help Myself (Sugar Pie Honey Bunch) და Reach Out I’ll Be There.
ფაკირი, მისი ოჯახის წევრების განცხადებით, გულის შეტევით გარდაიცვალა საკუთარ სახლში ქალაქ დეტროიტში ოჯახის წევრების გარემოცვაში.
Motown-ის დამფუძნებელმა ბერი გორდიმ განაცხადა, რომ ფაკირი იყო „შოუმენის, სტილისა და არტისტიზმის განსახიერება, პირველი ტენორი, რომელმაც Four Tops-ის მემკვიდრეობა 70 წლის განმავლობაში შეინარჩუნა“.
Four Tops 1950-იანი წლების ბოლოს შექმნა კვარტეტის ოთხმა წევრმა რენალდო ბენსონმა, აბდულ ფაკირმა, ლოურენს პეიტონმა და ლევი სტაბსმა, თუმცა წარმატებას ჯგუფმა მხოლოდ 1960-იან წლების დასაწყისში მიაღწია. The Four Tops-ის წევრები აგრძელებდნენ დაკვრას, სანამ 1997 წელს ლოურენს პეიტონი არ გარდაიცვალა. ბესონი 2005 წელს გარდაიცვალა, ხოლო სტაბსი – 2008 წელს.
ავტორები: დევიდ მორიქონი და Associated Press