მთავარიამერიკააშშ„ტურისტებო წადით სახლში” - აქციები ბარსელონაში და კატალონიის ეკონომიკური დილემა

„ტურისტებო წადით სახლში” – აქციები ბარსელონაში და კატალონიის ეკონომიკური დილემა

ეს არის ბარსელონის სანაპირო. აქ ხალხის უმეტესობა ტურისტია. ზოგიერთ ადგილობრივს ტურისტებისგან გამოწვეული ხალხმრავლობა არ მოსწონს, თუმცა არავის სურს უარი თქვას ამ მომგებიან სფეროზე.

2023 წელს ბარსელონამ 26 მილიონი ტურისტი მიიღო. ტურიზმმა კატალონიის რეგიონს თითქმის 13-მილიარდიანი შემოსავალი მოუტანა. კატალონიის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ამ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

ზღვის სანაპირო ბარსელონაში, ესპანეთი, 12 მარტი, 2023 წელი Emilio Morenatti/Copyright 2023 The AP. All rights reserved.

ტურიზმის წინააღმდეგ პროტესტმა და ბარსელონის მერის განცხადებამ, რომ 2028 წლისთვის ქალაქის 10 000 ტურისტული აპარტამენტის დაშლა მოხდებოდა, ბარსელონაში საცხოვრებლის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ფასების ზრდაზე ტურისტულ სექტორში დასაქმებულები ჩივიან.

„ბინებთან დაკავშირებით აშკარად არის პრობლემა, ამას არავინ უარყოფს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქირის ფასები საგრძნობლად გაიზარდა და ვფიქრობ, ადმინისტრაცია ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს სხვა პრობლემებზე. თუმცა ეს არც პრობლემას აღმოფხვრის და არც გამოსავალია“.

ბარსელონის ტურისტული აპარტამენტების ასოციაციის განცხადებით, ტურისტული აპარტამენტები ქალაქის საცხოვრებლის მხოლოდ 0,77%-ს შეადგენს. მათი თქმით, ლიცენზიების შეზღუდვამ შესაძლოა უკანონო ბინების რიცხვი გაზარდოს. ასოციაციას მიაჩნია, რომ ბარსელონის მერის გეგმამ შეიძლება ქალაქში ტურიზმი 40%-ით შეამციროს.

„რა თქმა უნდა, ეს გავლენას მოახდენს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ იმოქმედებს მომსახურების სფეროზე, მოახდენს გავლენას, არამედ ყველა სერვისზე. ზაფხულში ყველამ იცის, რომ ბარსელონაში ადგილობრივები სიცხის გამო ქალაქს ტოვებენ. ამ პერიოდში ტურისტები შეადგენენ ჩვენი კლიენტების 50%-ს“.

პაბლო ლანიო ბელგიიდან ოჯახთან ერთად ჩამოვიდა ბარსელონაში დასასვენებლად.

„მე მესმის, რომ ხალხს ტურიზმმა ცოტა თავი მოაბეზრა, თუმცა ქალაქი ტურიზმის ხარჯზე ცოცხლობს. სჭირდებათ ტურიზმი. ვფიქრობ, თუ ტურიზმი შეიზღუდება, ეს ეკონომიკაზე ცუდად აისახება“.

მიუხედავად ყველაფრისა, ტურისტები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ ისინი ბარსელონაში თავს კარგად გრძნობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend