მთავარიამერიკააშშპირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში

პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, 82 წლის ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას ეთიშებოდა და თქვა, რომ მისი მხარდაჭერა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს ექნებოდა, დემოკრატებმა კამალა ჰარისის გარშემო გაერთიანება საერთო მიზნისთვის დაიწყეს. ეს მიზანი დონალდ ტრამპის დამარცხებაა.

59 წლის ჰარისი პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელსაც კალიფორნიის გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა. პირველი ამერიკელი სამხრეთ აზიიდან და მეორე აფრიკელ-ამერიკელი, რომელიც აშშ-ის სენატში აირჩიეს.

ჯო ბაიდენმა განცხადებაში, რომელიც საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გაავრცელა, აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მისი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

Associated Press-ის საზოგადოებრივ საქმეთა კვლევის ცენტრის ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ათი დემოკრატიდან 6-ს სჯერა, რომ ჰარისი კარგი კანდიდატურაა. გამოკითხვა აჩვენებს იმასაც, რომ 10 ზრდასრული ამერიკელიდან 4 ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ვიცე-პრეზიდენტისადმი დადებითადაა განწყობილი.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კამალა ჰარისი ადმინისტრაციაში რამდენიმე საკვანძო საკითხს, მათ შორის, ემიგრაციას, საარჩევნო და რეპროდუქციის სამართალს კურირებდა.

მისი მიუღებლობის რეიტინგი ისეთივეა, როგორც ბაიდენის. თუმცა ექსპერტების აზრით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მას საზოგადოების დამოკიდებულების გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობა აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend