მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა და კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა

ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა და კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა

ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მხარდაჭერა კამალა ჰარისს გამოუცხადა. უკვე ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტობისთვის დემოკრატების პარტიიდან ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იბრძოლებს. ბაიდენმა საკუთარი გადაწყვეტილება ამერიკელი ხალხისა და პარტიის ინტერესებით ახსნა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, გემსახუროთ თქვენ. მართალია, კვლავ ვცდილობდი, რომ პრეზიდენტად ავერჩიე ხალხს, თუმცა ახლა ვთვლი, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია, გადავდგე და რა დროც დამრჩა, გულმოდგინედ შევასრულო პრეზიდენტის მოვალეობა“, – წერია პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვაში.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ სხვა განცხადებაში ბაიდენი წერს, რომ ის მხარს უჭერს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის კამალა ჰარისის კანდიდატურას. კამალა ჰარისი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტობის პოზიციას 2020 წლიდან იკავებს.

ახლა ჯერი დემოკრატებზეა, ყველა შტატის დემოკრატმა წარმომადგენელმა კენჭი უნდა უყაროს კამალა ჰარისს, რომ იგი დემოკრატების მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს.

59 წლის ყოფილი პროკურორი და სენატორი კალიფორნიის შტატიდან ქვეყნის ისტორიაში იქნება პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პარტიის სახელით იყრის კენჭს.

კამალა ჰარისმა ამ გადაწყვეტილებისთვის ჯო ბაიდენს ამერიკელი ხალხის სახელით გადაუხადა მადლობა. მან ასევე დასძინა, რომ ბაიდენი აშშ-ში არაჩვეულებრივი ლიდერი იყო.

დონალდ ტრამპთან გამართული დებატების შემდეგ პოლიტიკოსები და საზოგადოება მუდმივად განიხილავდნენ 81 წლის ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბაიდენს თავისი თანაპარტიელებიც ურჩევდნენ, უარი ეთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend